ტარტარი ტარხუნის სოუსით

ტარტარი ტარხუნის სოუსით

შემადგენლობა: ორაგულის ფილე – 200 გრ, ავოკადო გარჩეული – 30 გრ, ზეთისხილი  ( შავი, უკურკო) – 10 გრ, ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი – 5გრ, დიჟონის მდოგვი – 1 გრ, შავი პილპილი, მარილი, ლიმნის წვენი – 1 ჩაის კოვზი, ლაიმის წვენი- 1 ჩაის კოვზი, ნიორი – 1გრ, მწვანე ხახვი – 2 გრ, ტარხუნა –  2 გრ.

 

მომზადების წესი

ტარხუნის სოუსი – დაბლენდერებული 100 გრ ტარხუნა (მხოლოდ ფოთლები) 50 გრ ზეთთან ერთად, პილპილი და მარილი გემოვნებით, გადაგვაქვს საწურზე ან დოლბანდზე  5 წუთის განმავლობაში.

 

ტარტარი:

  1. ვიღებთ ორაგულის ფილეს და 15-20 წუთით ვათავსებთ  საყინულეში, რათა გაგვიადვილდეს სასურველ ფორმებად დაჭრა.
  2. დაჭრილ ორაგულის ფილეს ვაყრით ტარხუნას და წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს, ვუკეთებთ დიჟონის მდოგვს, ვასხამთ თითო ჩაის კოვზ  ლაიმის და ლიმნის წვენს. ცალკე ვხეხავთ ერთ კბილ ნიორს, ვხსნით ზეითუნის ზეთში და მიღებული მასიდან 2-3 წვეთს ვასხამთ ორაგულის ფილეს. პილპიპი და მარილი გემოვნებით.
  3. ვჭრით წვრილად და გრძლად ავოკადოს, ვაფენთ ლანგარზე და ზევიდან ვადებთ მიღებულ მასას (სასურველი ფორმით), გვერდით ვუდებთ ტარხუნის სოუსს.