ჩვენ შესახებ

მტკნარ წყალში გაზრდილი ვერცხლისფერი ორაგული (Oncorhynchus kisutch) ალიასკის ბინადარია, რომლის მოშენებაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ.

განაყოფიერებული ქვირითი ჩვენ კანადიდან, კერძოდ ბრიტანეთის კოლუმბიიდან ჩამოვიტანეთ.

ჩვენი ორაგული იზრდება მდინარის ცივ წყალში, რომელიც კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებიდან იკვებება. წყალი ფერმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთის ძირიდან გამოედინება, რაც განაპირობებს მთელი წლის განმავლობაში წყლის სტაბილურ ტემპერატურას – 12,5 გრადუსს. გარდა ამისა, მყინვარული წყაროს უწყვეტად მომდინარე სუფთა წყალი საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელი და ხორციანი თევზი მოვაშენოთ.

ამ სუფთა გარემოში არ არის საჭირო ზრდის ჰორმონების, ვაქცინების, პესტიციდებისა თუ ანტიბიოტიკების გამოყენება, რომლებსაც არც ვხმარობთ. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საკვებს, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო მომწოდებლებისგან ვიღებთ. საკვები დამზადებულია მდგრადი ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის და არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. ჩვენი ფერმის თანამშრომლები თევზის კვების რეჟიმს გარემო პირობების შესაბამისად ცვლიან.

ორაგული უხვად შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს და წარმოადგენს ბუნების ერთ-ერთ ზეთვისებების მქონე საკვებს. აღნიშნული ორაგული არასდროს მოხვედრილა არც ოკეანეში და არც დაბინძურებულ გარემოში. რის გამოც, მისი საკვებად გამოყენება გარანტირებულად უსაფრთხოა.

ჩვენი ორაგული შეფ-მზარეულების რჩეული პროდუქტია, ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ეს მტკნარი წყლის ორაგულია, რაც მას სხვებისგან განასხვავებს. ასევე ჩვენს ფერმაში გამდინარე ცივი ნაკადის წინააღმდეგ მოცურავე თევზს აიძულებს რომ იყოს სხარტი და ფორმაში. ჩვენ ვთვლით, რომ ნაწილობრივ გარემოც მოქმედებს სიმაღლისა და ველურ ბუნებაში განცალკევებულობის გამო.

ბევრი თვლის რომ მტკნარი წყლის ვერცხლისფერი ორაგულის გემო გამორჩეულია. მისი მკვრივი კუნთოვანი სტრუქტურა ერწყმის აბრეშუმივით ნაზ გემოს, რომელსაც მომზადებისას სასიამოვნო სურნელი ახლავს.