გადახდის და მოწოდების პირობები

როდესაც ჩვენი საიტიდან უკვეთავთ პროდუქტს საკრედიტო ბარათით, ჩვენ თქვენი ბარათიდან მოვიპოვებთ მხოლოდ ავტორიზაციას შეკვეთის შესაძლო მაქსიმუმზე. მაგალითად, თუ თქვენ აირჩიეთ მთლიანი ორაგული 1 000–დან 1 500 გრამამდე, ბარათზე დაიბლოკება თანხა, რომელიც საკმარისია 1 500 გრ ორაგულის შესაძენად, ხოლო საბოლოო გადახდა ბარათზე აისახება მხოლოდ პროდუქტის გამოგზავნის შემდეგ ფაქტიური წონის მიხედვით ანუ, მაგალითად, 1 355 გრამის საფასური, თუ თევზი ამ წონის იყო.

პროდუქციის მიტანა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და თელავში. თუ შეკვეთა განხორციელდა 16:00 საათამდე თბილისში გაყინული პროდუქცია მოეწოდება იმავ დღეს, ხოლო ცივად – მომდევნო დღეს; სხვა ქალაქებში – ერთი ან ორი დღის შემდეგ შესაბამისად. შეკვეთების მატებასთან ერთად შესაძლებელი იქნება ყველა ქალაქში ისეთივე სწრაფად მიწოდება, როგორც დედაქალაქში. თითოეული შეკვეთა, რომელიც ასცდება 500 ლარს, ავტომატურად მიიღებს 10 %–იან ფასდაკლებას, ხოლო შეკვეთა, რომელიც ასცდება 1 000 ლარს – 20 %–იან ფასდაკლებას; ანუ შეუკვეთეთ 500 ლარის პროდუქტი და გადაიხადეთ 450 ლარი, ან შეუკვეთეთ 1 000 ლარის და გადაიხადეთ 800 ლარი. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება საქართველოს დანარჩენ ქალაქებშიც. ტრანსპორტირება ყველა შემთხვევაში უფასოა.