სტეიკი გრილზე ( ბრინჯით და ბოსტნეულით )

სტეიკი გრილზე ( ბრინჯით და ბოსტნეულით )

ინგრედიენტები :

ორაგული –  220გრ

ნახევარი ლიმონი

ბროკოლი –  40გრ

ყაბაყი –  50გრ

ბრინჯი –  50გრ

სოიოს სოუსი, შავი ყურძნის ძმარი, მარილი/პილპილი, ზეითუნის ზეთი

გრილს ვახურებთ 200 გრადუსზე და ფუნჯით  ვუსვამთ ზეთს. ვდებთ ორაგულის სტეიკს, რომელიც ამოვლებულია  ზეთში, მარილში და პილპილში.  საშუალოდ შემწვარი სტეიკის მისაღებად  მისი თითოეული მხარე გრილზე უნდა დავაყოვნოთ 2-3 წუთით,  ხოლო  კარგად შემწვარის მისაღებად –  3-4 წუთით.  თუ გვსურს, რომ ორაგულის სტეიკი გარედან იყოს დაბრაწული და შიგნიდან უმი (seared), მაშინ გრილს ვახურებთ 370 გრადუსამდე და  ვწვავთ  თითო  წუთის განმავლობაში. თუ იხმართ ხორცის თერმომეტრს მაშინ ნაჭრის შუაგული ნაკლებ შემწვარის შემთხვევაში უნდა იყოს 55 გრადუსი, საშუალო 57.5, ხოლო კარგად შემწვარი 60. გარედან დაბრაწული და შიგნიდან უმის შემთხვევაში კი ცივი. გაითვალისწინეთ რომ გრილიდან გადმოდგმის შემდგომ ხორცის შიდა ტემპერატურა აგრძელებს მატებას, ამიტომ სასურველი ტემპერატურის მისაღებად კერძი ერთი ან ორი გრადუსით ადრე აიღეთ ცეცხლიდან.