სევიჩე

სევიჩე

შემადგენლობა: ლაიმის წვენი – 100 მლ, ლიმნის წვენი – 100 მლ, მწვანე წიწაკა – 30 გრ, ორაგულის ფილე – 1კგ, თეთრი ხახვი – 80 გრ, მწვანე ხახვი – 30 გრ, ნიახურის ძირი – 50 გრ, ცოცხალი ქინძი – 80 გრ, პომიდორი ჩერი – 200 გრ, კიტრი – 300 გრ, ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი – 30 გრ, შავი პილპილი და მარილი.

 

მომზადების წესი

  • ორაგულის ფილეს 15-20 წუთით ვათავსებთ  საყინულეში, რათა  შემდგომში გაგვიადვილდეს  სასურველ ფორმებად დაჭრა.
  • ორაგულის ფილეს  ვჭრით  პატარა, დაახლოებით  6–7 მმ–იან კუბებად და ვდებთ თასში,  ვასხამთ ლაიმის და ლიმნის წვენს ისე, რომ მთლიანად  დაიფაროს მოცემული მასა,  ვაჩერებთ 15-30 წუთს.
  • ამ პერიოდში წვრილად  ვჭრით ხახვს, მწვანე ხახვს, ნიახურის ძირს, მწვანე წიწაკას და ქინძს, ხოლო კიტრს და პომიდორ ჩერის ვჭრით ორაგულის ზომებად.
  • თასიდან ორაგული ჯერ გადაგვაქვს საწურზე 5  წუთით ისე, რომ ლაიმის და ლიმნის წვენი შევინახოთ, შემდეგ  კი  –  ბოსტნეულში და ვამატებთ შავ პილპილს და მარილს გემოვნებით, ვასხამთ ზეითუნის ზეთს.   შერეულ მასას ვამატებთ  შენახული ლაიმის  და ლიმნის წვენს – სამ სუფრის კოვზს.