Shop

ორაგული

87.00203.00

(0 customer reviews)

მთლიანი გამოშიგნული თევზი თავით

წაშლა

ვერცხლისფერი ორაგული (Oncorhynchus kisutch) ალიასკის ბინადარია. ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი, იგი ერთ–ერთ ბუნებრივ ზეთვისებების მქონე საკვებს წარმოადგენს, რომლის მოშენებაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ.

 

ჩვენი ორაგული მდინარის ცივ წყალში იზრდება, რომელიც კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებიდან იკვებება და ფერმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მთის ძირიდან გამოედინება, რაც მთელი წლის განმავლობაში წყლის სტაბილურ ტემპერატურას  – 12,5  გრადუსს უზრუნველყოფს.  მყინვარული წყაროს უწყვეტად მომდინარე ანკარა წყალი  საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელი და ხორციანი თევზი მოვაშენოთ. ასეთ საუკეთესო ბუნებრივ  პირობებში გაზრდილ თევზს აღარ ესაჭიროება ჰორმონები, ვაქცინები, პესტიციდები და ანტიბიოტიკები.  ჩვენ ყველაზე მაღალი ხარისხის თევზის საკვებს ვიყენებთ, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო მომწოდებლებისგან ვიღებთ. საკვები დამზადებულია ბუნებისთვის განახლებადი კომპონენტებით და არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. აღნიშნული ორაგული არასოდეს მოხვედრილა ოკეანეში ან დაბინძურებულ გარემოში, რის გამოც მისი საკვებად გამოყენება გარანტირებულად უსაფრთხოა.

 

ჩვენი ორაგული შეფ–მზარეულების რჩეული პროდუქტია  –  მთიან ბუნებაში განცალკევებულად და  გამუდმებით  ცივი ნაკადის წინააღმდეგ მოცურავე ორაგული საოცრად სხარტია და მუდმივ ფორმაშია,   რაც განაპირობებს  მკვრივ კუნთოვან სტრუქტურას, მას არაჩვეულებრივად გემრიელს ხდის  და სასიამოვნო სურნელს  ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი  მყინვარის წყლის ვერცხლისფერი ორაგული არცერთ  სხვა ორაგულს არ  ჰგავს.

 

ცივად ან გაყინული

ცივად, გაყინული

კომენტარი

კოენტარი ჯერ არ გაკეთებულა

Show reviews in all languages (1)

გააკეთეთ პირველმა შეფასება “ორაგული”
SKU: 001 კატეგორია: