11 ოქტ. კარპაჩო
გამოქვეყნებულია 14:22სთ.
კატეგორიაში რეცეპტები
შემადგენლობა: ორაგულის ფილე, მარილი, შავი პილპილი, კაპერსი, ზეთუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, ლაიმი, ლიმონი, სალათის ფოთოლი რუკოლო, ბოლოკი.
მომზადების წესი:
- ორაგულის ფილეს ვდებთ ლანგარზე და ვათავსებთ საყინულეში 20-30 წუთს, რათა გაგვიადვილდეს მისი მაქსიმალურად თხლად დაჭრა.
- ლანგარზე ვშლით ორაგულის ნაჭრებს ისე, რომ ერთმანეთს არ დაედოს, ვაყრით მარილს და პილპილს გემოვნებით, წვეთობით ვაწურავთ ლაიმს და ლიმონს, სილიკონის ფუნჯით ვუსმევთ ზეითუნის ზეთს, ვაყრით კაპერსს.
- ვაფორმებთ ბოლოკითა და სალათის ფოთოლი რუკოლოთი.