02 ოქტ. სევიჩე
გამოქვეყნებულია 14:07სთ.
კატეგორიაში რეცეპტები
შემადგენლობა: ლაიმის წვენი – 100 მლ, ლიმნის წვენი – 100 მლ, მწვანე წიწაკა – 30 გრ, ორაგულის ფილე – 1კგ, თეთრი ხახვი – 80 გრ, მწვანე ხახვი – 30 გრ, ნიახურის ძირი – 50 გრ, ცოცხალი ქინძი – 80 გრ, პომიდორი ჩერი – 200 გრ, კიტრი – 300 გრ, ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი – 30 გრ, შავი პილპილი და მარილი.
მომზადების წესი
- ორაგულის ფილეს 15-20 წუთით ვათავსებთ საყინულეში, რათა შემდგომში გაგვიადვილდეს სასურველ ფორმებად დაჭრა.
- ორაგულის ფილეს ვჭრით პატარა, დაახლოებით 6–7 მმ–იან კუბებად და ვდებთ თასში, ვასხამთ ლაიმის და ლიმნის წვენს ისე, რომ მთლიანად დაიფაროს მოცემული მასა, ვაჩერებთ 15-30 წუთს.
- ამ პერიოდში წვრილად ვჭრით ხახვს, მწვანე ხახვს, ნიახურის ძირს, მწვანე წიწაკას და ქინძს, ხოლო კიტრს და პომიდორ ჩერის ვჭრით ორაგულის ზომებად.
- თასიდან ორაგული ჯერ გადაგვაქვს საწურზე 5 წუთით ისე, რომ ლაიმის და ლიმნის წვენი შევინახოთ, შემდეგ კი – ბოსტნეულში და ვამატებთ შავ პილპილს და მარილს გემოვნებით, ვასხამთ ზეითუნის ზეთს. შერეულ მასას ვამატებთ შენახული ლაიმის და ლიმნის წვენს – სამ სუფრის კოვზს.