ფილე გრილზე ( ბრინჯით და ბოსტნეულით )

ფილე გრილზე ( ბრინჯით და ბოსტნეულით )

ინგრედიენტები :

  • ორაგულის ფილე –  220გრ
  • ნახევარი ლიმონი
  • ბროკოლი –  40გრ

ყაბაყი –  50გრ

  • ბრინჯი –  50გრ
  • სოიოს სოუსი, შავი ყურძნის ძმარი, მარილი/პილპილი, ზეითუნის ზეთი

 

გრილს ვახურებთ 200 გრადუსზე და ფუნჯით  ვუსვამთ ზეთს. ვდებთ ორაგულის ფილეს, რომელიც ამოვლებულია  ზეთში, მარილში და პილპილში.  საშუალოდ შემწვარი ფილეს მისაღებად  მისი კანის მხარე გრილზე უნდა დავაყოვნოთ 2 წუთი, შიდა მხარე კი 40 წამი,  ხოლო  კარგად შემწვარის მისაღებად კანის მხარე – 3 წუთი, ხოლო შიდა მხარე – 1.5 წუთი.  თუ გვსურს, რომ ორაგულის ფილე გარედან იყოს დაბრაწული და შიგნიდან უმი (seared), მაშინ გრილს ვახურებთ 370 გრადუსამდე და  ვწვავთ  მხოლოდ კანის მხარეს 1.5 წუთის განმავლობაში.  თუ იხმართ ხორცის თერმომეტრს მაშინ ნაჭრის შუაგული ნაკლებ შემწვარის შემთხვევაში უნდა იყოს 55 გრადუსი, საშუალო 57.5, ხოლო კარგად შემწვარი 60. გარედან დაბრაწული და შიგნიდან უმის შემთხვევაში კი ცივი. გაითვალისწინეთ რომ გრილიდან გადმოდგმის შემდგომ ხორცის შიდა ტემპერატურა აგრძელებს მატებას, ამიტომ სასურველი ტემპერატურის მისაღებად კერძი ერთი ან ორი გრადუსით ადრე აიღეთ ცეცხლიდან.